ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში დოვლათს ქმნიან, არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ჩინოვნიკი ან მისი ბიძაშვილი თავისი აბლანდული ტენდერებით იგებს, - ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გადაცემა „ანალიტიკაში“ საკუთრების უფლებაზე საუბრისას განაცხადა. მან აქცენტი ასევე გამართულ და სამართლიან სასამართლო სისტემაზე გააკეთა, რაც მათ შორის ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ის ამბობს, ქვეყანას დასავლური ინვესტიციები სჭირდება.
„დაჩაგრული და შეურაცხყოფილი ადამიანი, რომ სასამართლოში მიდის მას სჭირდება თავი დაცულად იგრძნოს და დამატებით სასამართლომ ღირსება არ შეულახოს ვიდრე მას საქმის დაწყებას და განხილვას აღირსებს. შეძლება ადამიანი გამტყუნდეს, შეიძლება მისი ინტერესი ბოლომდე ვერ აღდგეს, მაგრამ მას უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი პრობლემა სასამართლომ სიღრმისეულად განიხილა და სამართლიანად გადაწყვიტა. ასეთი ადამიანი ძალიან ცოტა მხვდება და ამის საპირისპიროდ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც არა თუ სასამართლოსგან სამართალს ვერ იღებენ, იქიდან შეურაცხყოფილები გამოდიან. საუბარია ისეთ საქმეებზე, სადაც მეორე მხარეა ძლიერი ან ხელისუფლებაა, ან გავლენიანი სანაცნობო წრე ჰყავს. ერთი მეზობელი, რომ მეორე მეზობელს ფანჯრის გაჭრის საქმეზე ედავება, ასეთზე შეიძლება გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება სასამართლომ იმიტომ, რომ არავის ინტერესი საქმეში არ არის.
მეორე რაც მნიშვნელოვანია - მანამ საქართველო უცხოური, დასავლური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანა არ გახდება, მანამდე აქ სამუშაო ადგილების შექმნის პრობლემა დიდი ხნით და სტაბილურად ვერ გადაწყდება. დასავლელი ინვესტორი არ ჩადებს თავის ფულს ქვეყანაში, სადაც მას ეცოდინება, რომ არ არის მყარი სამართლებრივი დაცვის გარანტიები - იქნება ეს სასამართლო თუ არბიტრაჟი.
დასავლურ ინვესტიციებზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ როდესაც დასავლელი ინვესტორი შემოდის და სამუშაო ადგილებს ქმნის, მას მარტო ფული კი არ შემოაქვს, მას შრომითი კულტურა და შრომითი უფლებებიც შემოაქვს. ინვესტიციები ძალიან ბევრია ქვეყანაში, მოდის ფული, მაგრამ არ მოდის უფლებები. დასაქმებულისთვის არ მოდის სოციალური დაცვა. ძალიან ბევრ ადვოკატთან მაქვს შეხება, რომლებიც ადგილობრივ კომპანიებს იურიდიულ სერვისს უწევენ. ეს ადამიანები სხვა და სხვა მიზეზების გამო იშვიათად საუბრობენ ხოლმე, მაგრამ ჩემთან მოდის ინფორმაციები იმის შესახებ, მაგალითად ადგილობრივი ბიზნესის იურისტები რა პრობლემებს აწყდებიან სასამართლოში, როდესაც რაიმე დავას სჭირდება დროული განხილვა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ