მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დატვირთულობიდან გამომდინარე ხელფასი ადეკვატურია - ჯანდაცვის მინისტრი სოც. აგენტებს პასუხობს

61e53188a60dc
მარიამ ვარადაშვილი
17.01.22 13:05
1064
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის შესაბამისი ანაზღაურება აქვთ.

"სოციალურ აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი ფუნქციებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წინა კვირაში შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასის 60%-იანი მატებაც არის. ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი. ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ. აქედან ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით შეუძლიათ ფიქსირებულზე თითქმის ორჯერ მეტი ხელფასი მიიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი ადეკვატურია”,-აცხადებს აზარაშვილი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დაპირების მიუხედავად, რომ თებერვლიდან დასაქმებულებს ხელფასი გაეზრდებათ, თანამშრომლების ნაწილი დღეს მაინც გაიფიცა. როგორც BMG-ის სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა განუცხადა, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, მათ შორის სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები პროტესტს გააგრძელებენ.

გუშინ, 16 იანვარს, სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებისთვის თებერვლიდან ხელფასის მატებას გეგმავს. სააგენტოში აცხადებენ, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -მდე იზრდება.