31.იანვარი .2020 19:00

დავით გზირიშვილი: "ობიექტური საფრთხე, რომ კორონავირუსზე ვინერვიულოთ, არ არსებობს"

views 3570
უკან

"ობიექტური საფრთხე, რომ კორონავირუსზე ვინერვიულოთ, არ არსებობს", - ამის შესახებ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა დავით გზირიშვილმა ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა.

მას არ ესმის, რატომ ნერვიულობს საზოგადოება ასე ძალიან, როცა მსოფლიომ რამდენიმე წლის წინ ებოლას ვირუსი გადაიტანა და ასე ძალიან მაშინ არ უნერვიულია.

„რამდენიმე წლის წინ მსოფლიო დადგა ეპიდემიის წინაშე, რომელიც თავისი მასშტაბით და სერიოზულად იყო ასტრონომიულად დიდი, ეს იყო ებოლას ვირუსი. ოდნავ შეშფოთებაც არ მახსოვს ამ ადამიანების, ამ რეალური საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ებოლა გადაეცემა გაცილებით მარტივად, ვიდრე - კორონავირუსი. ეს არის ერთ-ერთი სახეცვლილი, სასუნთქი გზების გამომწვევი ვირუსი. ებოლაზე შეძრული იყო მთელი მსოფლიო და ჩვენ მშვიდად ვიყავით. რატომ გადავირიეთ მაინც და მაინც ამ ვირუსზე, ჩემთვის სოციალური ფენომენია“, - განაცხადა გზირიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე -  ვირუსით შეშფოთებულია არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო, გზირიშვილი პასუხობს, რომ „ეპიდემიის ცენტრში არსებული მდგომარეობის კოპირება და გადმოღება რამდენიმე ათასეული კოლომეტრის დაშორებით მდებარე ქვეყანაში, რომელიც შეტანილია ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყნების ზონაში, არასწორია.

"თუ გვინდა, რომ ისტერიაში ჩავვარდეთ, კი ბატონო, მივბაძოთ ყველამ, კოსმონავტებივით ვიაროთ. ჩემი წარმოდგენით ეს არ არის პოროფესიონალური და ამით შიშებს ვთესავთ. ობიექტური საფრთხე, რომ ამაზე ვინერვიულოთ, არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ „დავიკიდოთ“, მაგრამ არც უნდა გადავირიოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფუნქცია არის დააკვირდეს საზოგადოებას და გააფრთხილოს, ასეც იქცევა, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა მოვძებნოთ მიზეზები და ვინერვიულოთ, შეგვიძლია ასეც მოვიქცეთ. სანერვიულო არ არის. გაოცების მეტი არაფერი მეთქმის, გაცილებით მეტი საფრთხეა საქართველოში, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევებით, ვიდრე თუნდაც იმ სტატისტიკით, რაც ამ ვირუსმა გამოიწვია. რატომ გვაქვს ასეთი ემოცია არ ვიცი, ეპიდემიოლოგიურად არასწორია“, - აღნიშნა გზირიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა