მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კაჭარავა: ველოდი, რომ მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე პრემიერს კითხვებს დაუსვამდა

60d5e2f840def
BM.GE
25.06.21 18:04
1976
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით კაჭარავას უკვირს, რომ მამუკა ხაზარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვა.

დეპუტატმა მთავრობის მეთაურს სთხოვა, საზოგადოებას უთხრას, რა ხდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით - „დღეს რა ეტაპზე ვართ და რა მიმართულებით მივდივართ“.

„ბოლო პერიოდში ამ დარბაზში რამდენჯერმე გაჟღერდა ბრალდება იმის თაობაზე, თითქოს მთავრობაა დამნაშავე, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა. სხვათა შორის დღესაც ველოდი, რომ ეს ბრალდებები და კითხვები გაჟღერდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბატონმა მამუკამ არ გააჟღერა. აგერ არის მთავრობა და თუ კითხვები გაქვთ, ბატონო მამუკა, დღეს უნდა დაგესვათ, თუ არადა, მაშინ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს კითხვები სხვა რაღაც პოპულისტურ მიზნებთან იყო დაკავშირებული“, - თქვა დეპუტატმა.