მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს“ - მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის პორტი

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიაში იყო ჩასული და საქართველოს მოსახლეობას მეგაპროექტის განხორციელების დაპირება მისცა. ამასთან ერთად პოლიტიკური ლიდერი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელმძღვანელობდა, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის ქვეყანაში სხვა მეგაპროექტების განხორციელების პირობასაც დებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ჩვენს ქვეყანას პერსპექტივას უკლავს.

„4 წელია მე აქ არ ჩამოვსულვარ და განცხადება არ გამიკეთებია!

4 წელია მე ეს ადგილი პოლიტიკური განცხადებებისთვის არ გამომიყენებია!

4 წელია ბოლომდე ვითმენდი, სანამ ყველა წითელი ხაზი არ გადაილახა!

4 წელია ჩვენ ვისმენთ ხელისუფლების ტყუილებს, რომ ანაკლია აშენდება!

4 წელია ანაკლია მტვერმა დაფარა და ყველაფერი მკვდარია!

4 წელი აქ საერთაშორისო გადაზიდვები უნდა ხორციელდებოდეს და 2020-ში პირველი გემი უნდა შემოსულიყო!

„ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს - ანაკლიის გაჩერება იყო ამის პირველი ყველაზე დიდი სიგნალი!!!!!

„ქართულმა ოცნებამ“ მოკლა ანაკლიის პროექტი პუტინის დავალებით, იმიტომ რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს.

„ლელო“ ემსახურება ქართველ ხალხს და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესის გათვალისწინებით, ქართველი ხალხის ეკონომიკური გაძლიერებისთვის, უსაფრთხოებისთვის - მე, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს და მის უკან ქალაქ ანაკლიას, რომელიც შექმნის 10 ათასობით სამუშაო ადგილს, რეგიონში და მთელს საქართველოში შემოიტანს საერთაშორისო ინვესტიციებს და ფულს.

ქართველები იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას და „ლელოს“ აქვს ეს გეგმა - მოახდინოს ზრდა, სამუშაო ადგილების, შემოსავლის და გააჩინოს მეტი შესაძლებლობები იმისათვის, რომ ქართველი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე გახდეს მდიდარი. ეს გეგმა იწყება ანაკლიიდან და ითვალისწინებს სხვა მეგა-პროექტების განხორციელებას და დასრულებას, რომელიც შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს ქართველებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუტანს დოვლათს! სიმდიდრეს!

ეს არ არის საარჩევნო დაპირება - ეს თქვენთვის გამზადებული გეგმებია, ეს ჩვენი დეტალურად გაწერილი განსახორციელებელი რეალური პროგრამებია!

დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს გადარჩენისთვის საჭირო მეგა-პროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებს.

არ შეიძლება ჩვენ ვებრძოლოთ სიღარიბეს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების გამდიდრებისთვის!

ანაკლია საწყისი წერტილია, მას უნდა მოჰყვეს სხვა დიდი-პროექტები, როგორიც არის:

  • ქუთაისის აეროპორტის ირგვლივ ლოგისტიკური „ჰაბი“ - მსოფლიო გადაზიდვების და ლოგისტიკის ცენტრი!
  • „საფონდო ბირჟის“ მეგა-პროექტი - ფულადი რესურსების მიმოქცევის უწყვეტი რესურსებით.
  • IT სკოლები სამეგრელოში და მთელს საქართველოში - თანამედროვე ტექნოლოგიების შეუზღუდავ შესაძლებლობებზე წვდომა საქართველოს ყველა სოფლის თუ ქალაქის მაცხოვრებელ ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს, ეს არის მომავლის პროფესია და ეს არის შესაძლებლობები ჩვენი შვილებისთვის. წალენჯიხის IT სკოლა ამის ნათელი მაგალითია, ერთ წელიწადში ის გახდა წარმატებული პროექტი და დაამტკიცა, რომ ეს მეგა-პროექტია ქართველი ახალგაზრდებისთვის.

ჩვენ გვჭირდება დიდი იდეები და მეგა - პროექტები ისეთი, როგორიც არის ანაკლია, ასეთი მეგა-პროექტები ჩვენ საქართველოს ყველა კუთხისთვის გვჭირდება და „ლელოს“ აქვს ეს პროექტები დამუშავებული და გამზადებული.

დიდი იდეების განსახორციელებლად საჭიროა ამ ხელისუფლების დემოკრატიულად არჩევნების გზით მოშორება, რადგან „ქართული ოცნება“ პერსპექტივას უკლავს ჩვენს ქვეყანას.

ამ ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პორტის იდეა - საქართველოს კარიბჭე ცივილიზებულ სამყაროსთან და სანაცვლოდ ხელი შეუწყო ოჩამჩირეში რუსული საზღვაო სამხედრო ბაზის გადმოტანას. ქართულმა ოცნებამ შემოიყვანა რუსული ფლოტი ოჩამჩირეში - საქართველოში!!!!

მე, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ავაშენებთ ანაკლიის პორტს და მის უკან ქალაქ ანაკლიას!

ჩვენ ავაშენებთ ქუთაისის ლოგისტიკურ ჰაბს!

ჩვენ ავაშენებთ მსოფლიო საფონდო ბირჟას!

ჩვენ IT განათლებას მივიტანთ თითოეულ ახალგაზრდამდე!

მე, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ავაშენებთ მეგა-პროექტებს, რომელიც საქართველოს გახდის თანამედროვე დასავლურ ქვეყნად!!!", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები