მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე კახა კალაძეს სასამართლოში უჩივლებს

ლელო საქართველოსთვის

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის კახა კალაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ს თავად მამუკა ხაზარაძემ დაუდასტურა.

როგორც პოლიტიკოსის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, მამუკა ხაზარაძე თბილისის მერს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.

„კახა კალაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოიყენა ფრაზები, რომელიც ეხებოდა მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას - თითქოს მის მიერ ვინმესთვის ბიზნესის წართმევას. ეს არის არასწორი ცნობა. ჩვენ, მომდევნო კვირაში პატივის, ღირსების და საქმიანის რეპუტაციის შემლახავი ცნობის უარყოფის მოთხოვნით, სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ზვიად კორძაძის თქმითვე, თუ სასამართლო სარჩელს არ მიიღებს, შესაძლოა, „სასამართლოსთვის მიმართვის უფლების წართმევისთვის“ სტრასბურგში იჩივლონ.

დღეს, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, მამუკა ხაზარაძე „პირველი იყო, ვინც ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“. „შეიძლება, ბატონი ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს, შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით და იმის მცდელობა, რომ რაღაცნაირად 5%-იანი ბარიერი გადაგალახვინონ ვიღაცებმა, ამათ საზოგადოებას ვერ მოატყუებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები