მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქმე არ ეხება რაღაც რიგით კანონს“ - მამუკა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს

64078c89993cf
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.23 23:11
986
პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლად შეაფასა და საქართველოში მოქმედ ბიზნესმენებს ამ კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მამუკა ხაზარაძემ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, რომ ქვეყანაში მოქმედი ბიზნესი ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს, საიდანაც სახელმწიფო მოხელეების ხელფასებს იღებენ.

„ეს არის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გამოსვლა. ეს სუფთა რუსული პოლიტიკაა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც არ და ვერ მიიღებს ქართული საზოგადოება, გამორიცხულია!

მინდა, ვისარგებლო თქვენი <BMGTV> ეთერით და მივმართო ყველა იმ ბიზნესს და კომპანიებს, რომლის საშუალებითაც ეს ადამიანები ხელფასს და პრივილეგიებს იღებენ. მინდა, ყველას მოვუწოდო - ხმა ამოიღონ და სერიოზული ნაბიჯები გადადგან, რადგან აქ საქმე არ ეხება რაღაც რიგით კანონს, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, რომელიც დღეს გააფორმეს როგორც რუსული გზა და ამ გზას ჩვენ არ დავუშვებთ.

ყველას მოგმართავთ პატივისცემით, დღეს არის ერთად, ამ ახალგაზრდებთან ერთად დგომის და ხმის ამოღების დრო. ქართული ბიზნესი რომელიც ბიუჯეტს ავსებს და ამ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და ხელფასს იღებენ ჩვენი პოლიციელები, ჯარისკაცები და ა.შ. ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ისინი რუსული ძალის დაცვისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები