მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს

6496b095f11c6
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 12:56
781
რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც ითხოვს.

კერძოდ, ხაზარაძე მიიჩნევს, რომ რუსეთში დაძაბული ვითარების ფონზე საჭიროა, ქვეყანამ ცალმხრივად ჩაკეტოს საზღვარი და რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედოს.

“ჩვენ ასე მოვიქცეოდით:

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა
2. საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა
3. ვიზების შემოღება
4. მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის

"ქართული ოცნება" თქვენ რას აპირებთ?”,-წერს ხაზარაძე Facebook-ზე.

დღეს მთავრობას რუსეთთან საზღვის დროებით ჩაკეტვისკენ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მოუწოდა: “საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები