ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია არ გამორიცხავს, რომ „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემდეგ მარეგულირებელმა კომპანია GWP-ც შეამოწმოს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ BM.GE-სთან განაცხადა.
„არ გამოვრიცხავ, რომ GWP-შიც და სხვა კომპანიებშიც [შევიდეთ]. თუ იქნება მომხმარებელთა მაღალი უკმაყოფილება, აუცილებლად გავაკეთებთ გასვლით შემოწმებას.
[GWP -სთან დაკავშირებით] მომართვები არის, თუმცა არა ძალიან ინტენსიური. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე შესული შიგნით შემოწმებაზე არცერთ კომპანიაში არ ვართ", - აცხადებს დავით ნარმანია.
როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალური ჯგუფის მიერ გადამოწმდა 657 637 აბონენტზე 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში განხორციელებული დარიცხვები.
შემოწმების შედეგად სემეკმა "თელასი" აბონენტებისთვის დარიცხული ზედმეტობებისა და სხვა ხარვეზების გამო 75 ათასი ლარით დააჯარიმა.
როგორც დავით ნარმანია აცხადებს, სემეკმა კომპანიების შემოწმება დაასრულა, ხარვეზებთან დაკავშირებით მარეგულირებლის მიერ გაცემული მითითებები უკვე შესრულებულია. ამასთან, კომპანიების საქმიანობას ჯერ კიდევ სწავლობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
„მარეგულირებელმა ერთი თვის ვადაში დაასრულა "თელასში" და "თელმიკოში" შემოწმება, შემოწმებას მოჰყვა, შესაბამისი რეაგირება, დაჯარიმების სახით, გაიცა მითითებები ხარვეზების გამოსწორების მიმართულებით, რაც უკვე გამოსწორებულია. დაინტერესებიდან გამომდინარე ჩვენი შესწავლის მასალები მივაწოდეთ საგამოძიებო სამსახურს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ამ ეტაპზეც მუშაობენ და მოგვიანებით გახდება ცნობილი, მათი შესწავლის შედეგები", - აცხადებს დავით ნარმანია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ