მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: GWP-ს სხვა ტიპის მენეჯმენტი სჭირდება

62a836ff7e03f
მარიამ ვარადაშვილი
14.06.22 11:30
1657
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, კომისია აკვირდება რამდენად ასრულებს GWP საინვეტიციო გეგმით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ქსელის მოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ მან სემეკისა და სემეკთან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გამართულ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია - „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ დასწრებისას ისაუბრა. 

მისივე თქმით, სემეკი წყალმომარაგების კომპანიაში ახალ, ესპანელი ინვესტორის გამოჩენას მიესალმება.

“რადგან ქსელის დიდი ნაწილი ამორტიზებულია, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია სჭირდება და უფრო სხვა ტიპის მენეჯმენტი სჭირდება. ამდენად, მისასალმებელია ის, რომ გამოცდილი ევროპული კომპანია შემოვიდა GWP-ის ძირითად წილში. ამ კომპანიის გამოცდილებითა და ადგილობრივი რესურსებით შესაძლებელი იქნება უფრო მეტად მოწესრიგდეს წყალმომარაგების სისტემა. მოსმენები მარეგულირებელ კომისიაში პერიოდულად მიმდინარებს, ვუსმენთ GWP-ის, ისევე როგორც სხვა კომპანიებს და მითითებებს ვაძლევთ. საჭიროების შემთხვევაში, სანქცირების მექანიზმებსაც ვიყენებთ. ამდენად, კომისიას საკუთარი დღის წესრიგი გააჩნია, რასაც მივყვებით”, - აცხადენს ნარმანია.

გასული წლის ბოლოს "საქართველოს კაპიტალმა"  ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც მისი შვილობილი კომპანია GGU-ს საკონტროლო პაკეტს ესპანურ ჰოლდინგ "Aqualia"-ს მიჰყიდის. თავად GGU ამჟამად თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GWP-ის მესაკუთრეა.

ესპანური კომპანია Aqualia საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი გახდა - მიზეზი GWP-ის შესყიდვაა