მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

609936aa0c975
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.21 17:40
520
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია დღეს ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დავით ნარმანია ვაქცინაციის მნიშნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეპიდემიის დასასრულებლად აცრა მნიშვნელოვანია.

BM.GE სემეკის თავმჯდომარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ავიცერი „სინოფარმის“ ვაქცინით.

ვაქცინაცია არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგელობა და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი COVID-19-ის წინააღმდეგ.

ჩემთან ერთად „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ ჩემი კოლეგები, სემეკის წევრები გიორგი ფანგანი და გოჩა შონია. უახლოეს დღეებში არაერთი ახლობელი, ნათესავი თუ ნაცნობი აპირებს ვაქცინაციას.

ყველას სურვილი და მიზანია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დავამარცხოთ COVID-19, დავაღწიოთ თავი პანდემიას, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს - ამისთვის კი აუცილებელია ვაქცინაცია.

ვაქცინაციით დავამარცხებთ COVID-19-ს!“, - წერს დავით ნარმანია.