მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმოების 4%-იანი ზრდა საკმარისი არ არის, მეტი ადგილობრივი გენერაცია გვჭირდება - ნარმანია

647f4166a969d
მარიამ ვარადაშვილი
06.06.23 22:15
569
"სემეკის" ინფორმაციით, 2012-2022 წლებში ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება. წარმოებასთან ერთად ელექტროენერგიაზე გაზრდილია მოხმარებაც - "სემეკის" ინფორმაციით, 2012-2022 წლებში ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 4.5%-ს შეადგენს.

"სემეკის" თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მოთხოვნის მგავსი ზრდის ფონზე ქვეყანას მეტი ადგილობრივი გენერაცია სჭირდება და 2022 წელს ექსპლუატაციაში შესული 7 ჰესი, რომელთა დადგმული ჯამური სიმძლავრე 27 მეგავატია, საკმარისი არ არის.

“4%-იანი ზრდა საკმარისი არ არის, რადგან ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო მეტად იზრდება, ვიდრე წარმოება. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ზუსტად ემთხვევა ეკონომიკურ ზრდას, ამიტომ რადგან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ენერგიაზე მოთხოვნაც ადეკვატურად იზრდება. ამიტომ მეტი ადგილობრივი გენერაციაა საჭირო, განსაკუთრებით კი მწვანე ენერგიები: ჰიდრო, მზე და ქარის სადგურები უნდა აშენდეს, რისი პერსპექტივაც გვაქვს",-ამბობს ნარმანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები