მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკსა და მოლდოვის ენერგეტიკის მარეგულირებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6452734b12669
BM.GE
03.05.23 18:37
515
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიასა (სემეკ) და მოლდოვის რესპუბლიკის ენერგეტიკის რეგულირების ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სემეკი ავრცელებს. 

შეთანხმებას ხელი სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოაწერა.

მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობას. შეთანხმების მიზანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაცია, ენერგიით ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას პროცესის გაძლიერება, ბაზრის მონაწილეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას, გაცვლიან ინფორმაციას და გამოცდილებას ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები