მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია თბილისელებს ამშვიდებს - "გაზის ტარიფს მომდევნო სამი წელი არაფერი დაემუქრება"

5e033f8fc8923
ინგა მურუსიძე
25.12.19 15:42
984
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება.

„ჩვენ შევისწავლეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯები, ყველა აუცილებელი ხარჯი იქნა გათვალისწინებული, ნაკლებ მიზანშეწონილი ხარჯები იქნა ამოღებული და ისინი ტარიფის გაანგარიშებაში ვერ მოხვდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევითანხმეთ აღნიშნული კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები მომდევნო სამი წლისთვის. ისინი გათვალისწინებული იქნა ტარიფში. სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით ჩვენ დავადგინეთ ბუნებრივი აირის ტარიფები და შესაბამისად, დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფები პრაქტიკულად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დედაქალაქის მოსახლეობას მომდევნო სამი წელი შეუძლია მშვიდად იყოს, ტარიფებს მომდევნო სამი წელი არაფერი დაემუქრება“, - განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა.

ახალი ტარიფი "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის სემეკმა რამდენიმე წუთის წინ დაადგინა, რომლის მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 46.137 თეთრი იქნება. გაზის დღევანდელი ფასი კი 46.153 თეთრია. შესაბამისად ტარიფი 0.002 თეთრით შემცირდა. ამ დადგენილების პროექტი სემეკმა რამდენიმე წუთის წინ დაამტკიცა.

ახალი ტარიფი 2020 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება და 2022 წლის ჩათვლით ძალაში იქნება. გარდა ამისა, დღესვე სემეკი რამდენიმე მცირე კომპანიის ტარიფს გამოაცხადებს.