მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია: წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი ტარიფის დადგენა მოგვიწევს

5daf2fc2d173b
ნუცა ბაზლიძე
22.10.19 21:20
1013
„2019 წლის ბოლომდე ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი ტარიფების დადგენა მოგვიწევს. ამ ეტპაზე, კომპანიებს სემეკში განაცხადი შემოტანილი აქვთ და ჩვენი ტარიფებისა და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი სწავლობს ამ საკითხებს“, - განაცხადა სემეკის ახალმა თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში.

ბუნებრივი გაზის თემაზე საუბრისას ნარმანიამ აღნიშნა, რომ აქ ვალუტის კურსთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორებია დანაკარგების შემცირებასთან დაკავშირებული, ასევე გასანაწილებელი გაზის მოცულობის ზრდის კომპონენტი. შესაბამისად, ახალი ტარიფი ყველა კომპონენტის შეჯერებით დადგინდება.

„ამ გადმოსახედიდან, თუ სხვა რაიმე პარამეტრი არ შეიცვლება, არ ველოდებით არსებით ზრდას და დრამატულ ცვლილებას“, - დასძინა სემეკის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ 3 წლის ვადით აირჩიეს. ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ნარმანია სემეკში შიდა მენეჯმენტში რაიმე სახის არსებით ცვლილებას არ გეგმავს. რაც შეეხება გათვალისწინებულ რეფორმებს, ერთ-ერთ მთავარ სამომავლო საქმიანობად ბაზრის ეტაპობრივი გახსნა ესახება, რომელიც მისი განმარტებით რამდენიმეწლიანი პროცესი იქნება.

„ძალიან მალე დამტკიცდება ბაზრის მონიტორინგის წესები. ასევე მზად არის და უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ ინვესტიციების შეფასების წესს, როგორც ელექტროენერგეტიკის და გაზმომარაგების, ასევე წყალმომარაგების სექტორებისთვის“, - აღნიშნავს სემეკის თავმჯდომარე.