მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო: თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა, ეს არ იქნება ნორმალური ვითარება

5fb8a2bf1ffe1
თელარა გელანტია
21.11.20 09:15
2794
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც მან მედიას უთხრა, არჩევანი გააკეთა იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს გამოწვევებს წარმატებით გაუმკლავდეს.

ამასთან, სერგეენკოს შეფასებით, თუ პარლამენტში ოპოზიცია შევა, ეს არ იქნება ნორმალური ვითარება.

„თუკი ისე მოხდა, რომ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და არ იქნება ნორმალური ვითარება. დღეს ოპოზიციამ უკვე დაკარგა შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნები მოეგო მეორე ტურში, თუმცა რჩება შესაძლებლობა, რომ პროპორციული სიებით იყვნენ პარლამენტში და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პარლამენტის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება; ასევე, ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურია. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.