მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სერგეენკო: ვაქცინას იძულებით არავის გავუკეთებთ

5ffd7e368919c
ინგა მურუსიძე
12.01.21 14:52
1429

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, პარლამენტმა სამი წლის წინ უკვე იმსჯელა იმაზე, გეგმიური ვაქცინაცია უნდა ყოფილიყო თუ არა სავალდებულო და გადაწყდა, რომ მხოლოდ რეკომენდაციის სახით მიემართათ მოქალაქეებისთვის.

„ვაქცინის მოწინააღმდეგეების მოძრაობა ყოველთვის იყო ხოლმე და ამან საკმაოდ ცუდი სამსახური გაუწია უკლებლივ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენსას. ამის კარგი მაგალითია წითელას ეპიდაფეთქება, როცა კამპანია ჩააგდო პირდაპირ ანტივაქსერულმა მოძრაობამ და ზოგიერთმა მედიასაშუალებამ.

ახლაც იგივე ანტივაქსერების მოძრაობაა. სამი წლის წინ პარლამენტში ვიმსჯელეთ ყოფილიყო თუ არა გეგმიური ვაქცინაცია სავალდებულო. მაშინ გადაწყდა, რომ ეს ყოფილიყო ნებაყოფლობითი და ჩვენ გაგვეცა რეკომენდაცია. ახლაც, ჩემი აზრით, სავალდებულოობა ვაქცინაციის არ იქნება ჩადებული, თუმცა იქნება ახსნა ამ ვაქცინის სარგებლობის. იძულებით არავის გავუკეთებთ ვაქცინას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ ვაქცინას შეისყიდის ქვეყანა, სერგეენკო ამბობს, რომ კოვაქს პლატფორმიდან საქართველო ყველაზე გვიან ვაქცინას მიიღებს აპრილის დასაწყისში, თუმცა შეიძლება ეს იყოს თებერვლის დასაწყისიც.

"ჯანმოს დასტური მიცემული აქვს ჯერჯერობით "ფაიზერის" და "ასტრა-ზენეკას" ვაქცინებს; დანარჩენს რაც შეეხება, ჩინური იქნება ეს თუ რომელიმე სხვა, გადის განხილვების სტადიებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.