მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით სონღულაშვილი: რეფორმებმა, დედოლარიზაციის ნაცვლად, დელარიზაცია გამოიწვია

5ddfc942c7980
დავით ჯალაღონია
28.11.19 17:17
1292
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სონღულაშვილის შეფასებით, დედოლარიზაციის მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დელარიზაცია გამოიწვია. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში დეპუტატები ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს კითხვებით მიმართავენ. 

დეპუტატის აზრით, ამ პირობებში საჭიროა ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემასთან დაკავშირებით დაწესებული 200–ათას ლარიანი ზღვარის შემცირება, რაც თავის მხრივ, ლარის გაუფასურებაზე წნეხს მოხსნის.

"200–ათას ლარიანი ზღვარის შემცირება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის იმისთვის, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას. სამწუხაროდ, იმ რეფორმებმა, რაც მოხდა, დედოლარიზაციის ნაცვლად დელარიზაცია გამოიწვია, რადგან დეპოზიტები კურსის გამო, რაც ლარში იყო, ისიც დოლარში გადავიდა, სესხები ლარში გაიცემა და საკმაოდ დიდი დაწოლაა ლართან მიმართებით.

რაც შეეხება იპოთეკური სესხების ნაწილს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს იზომება მშპ–თან მიმართებით. საქართველოში არის 11% მშპ–სთან მიმართებით იპოთეკური სესხები, როცა აღმოსავლეთ ევროპაში, საშუალოდ 18-19%–მდეა და დასავლეთში – 40%–მდე. აქაც არ ჩანს პრობლემა იმასთან მიმართებით, რომ პრობლემა შეიქმნას, იმიტომ რომ ფასები უძრავ ქონებაზე საკმაოდ არ არის გაბერილი, გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთები ვალუტაში საკმაოდ დაბალია, ამიტომ ვფიქრობ, ეს დააბალანსებს ამ ლარის კურსს. თქვენი პასუხი მაინტერესებდა ამ საკითხზე. ხომ არ შეგისწავლიათ, ხომ არ არის საჭირო, რომ ჩავერთოთ ამ მსჯელობაში, რადგან მე მიმაჩნია, რომ ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ლარზე წნეხს მოხსნის", – განაცხადა დეპუტატმა.

დეპუტატების მხრიდან კითხვების ამოწურვის შემდეგ, მათ პასუხებს ფინანსთა მინისტრი გასცემს.