მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უკვე შეიძლება, რეფინანსირების განაკვეთი ნელ-ნელა შერბილდეს“ - დავით სონღულაშვილი

643d307853488
მარიამ იზორია
17.04.23 16:21
755
„უკვე შეიძლება, რეფინანსირების განაკვეთი ნელ-ნელა შერბილდეს“ - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა გადაცემა “წერტილში” განაცხადა.

დავით სონღულაშვილის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეკონომიკის განვითარებასა და ზრდისთვის დამატებითი ბუსტერი იქნება.

"ეს საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციაა, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ შეიძლება პოლიტიკა ჯამში ამ მიმართულებით ნელნელა გადახიედოს და შერბილდეს, იმიტომ რომ ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ეკნომიკის ზრდა. მეორე მხრივ ინფლაციის კლება, მესამე მხრივ ლარის კურსის გამყარება.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რათა რაღაც ფორმით კიდევ მეტი ბუსტერი იყოს ეკნომიკის განვითარებასა და ზრდისთვის” - აცხადებს სონღულაშვილი.

ცნობისთვის: მარტის ბოლოს მიღებუილი გადაწყვეტილებით, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნა.

Galt&Taggart-ი არ გამორიცხავს, რომ სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი მაისიდან შეამციროს


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები