მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანია, მალე გადაწყდეს, ვინ იქნება სებ-ის პრეზიდენტი“ - სონღულაშვილი

643ce5847ec55
მარიამ იზორია
17.04.23 10:47
837
სტატიაში საუბარია:
„მნიშვნელოვანია, მალე გადაწყდეს, ვინ იქნება სებ-ის პრეზიდენტი“ - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს სებ-ის პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი არის ინსტიტუცია, რომელიც განსაზღვრავს, მონეტარულ პოლიტიკას და ამასთან, სხვადასხვა სექტორულ ინსტრუმენებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ეროვნულ ბანკს ნებისმიერ ქვეყანაში ყავდეს მმართველიი.
როდესაც ნებისმიერ უწყებაში პირველი პირი იცვლება და ახალი პირი შედის, მისი პირველი განცხადება არის მესიჯი, თუ რა პოლიტიკას განახორციელებს”- განმარტავს ის.

წამყვანის შეკითხვაზე თუ რას ფიქრობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანდიდატურაზე, სონღულაშვილი პასუხობს, რომ ლაშა ხუციშვილი ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატია.

“სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ლაშა ხუციშვილი საკმაოდ კარგი პარლამენტარია. მას საფინანსო სექტორში კარგი კარიერული გზა აქვს, ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატია” - ამბობს დავით სონღულაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო, საბჭოს მოქმედი წევრებიდან შეარჩევს. შერჩეულ კანდიდატს კი, ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს, ჯერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად უნდა აირჩიონ. საბჭოს წევრებს, თავის მხრივ, პრეზიდენტი წარადგენს და მათ პარლამენტის უმრავლესობა ამტკიცებს. რაც შეეხება ვიცეპრეზიდენტს, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე იყო შესაძლებელი.

ცნობისთვის: კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომელსაც 23 თებერვალს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკანონმდებლო ცვლილება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებდა, რომელიც ხდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები