მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავითაშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას 2023 წლიდან აანონსებს

6397174bacb08
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.22 16:08
2252
ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას 2023 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფო აღნიშნული კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანმიმდევრულია.

„სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს კონსულტანტი კომპანიების შერჩევა დაავალა, რომლებიც ინვესტორების შერჩევის პირობებს სახელმწიფოსთან ერთად დაამუშავებდნენ, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა პოტენციურ ინვესტორებთან - ძირითად საპორტო ოპერატორებთან და ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება პროექტის განხორციელების პროექტში სახელმწიფოსთან ერთად იყვნენ ჩართულნი. ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორ მოხდება პორტის განვითარება, ასევე წლის ბოლომდე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება დასრულდება. ასე რომ, იმედი გვაქვს მომავალი წლის იანვარში შერჩევის პროცესს განვახორციელებთ, ისე რომ 2023 წლიდან ჩვენ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დავიწყოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.