მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავქორწინდეთ, მაგრამ მოკრძალებულად აღვნიშნოთ - ამირან გამყრელიძე

61321e4c4ff6b
ინგა მურუსიძე
03.09.21 17:40
1224
"დავქორწინდეთ, მაგრამ მოკრძალებულად აღვნიშნოთ", - ამ სიტყვებით მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას.

„დიდი სუფრები არის, თუმცა ერთეულები და არა იმ მასშტაბის და რაოდენობის, რაც ადრე იყო. დავქორწინდეთ, ეს კარგია, გავაჩინოთ ბევრი შვილი, მაგრამ აღვნიშნოთ მოკრძალებულად; როცა ჩაივლის პანდემია, მერე გადავიხადოთ ქორწილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ის ირწმუნება, რომ დიდი ღონისძიებების გამართვის შემცირება გამკაცრებულ კონტროლს უკავშირდება.