მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაზღვევის სტანდარტული პაკეტის დაფარვა საკანონმდებლო დონეზე უნდა განისაზღვროს - აკაკი ზოიძე

63ef43575e105
ელენე გოგბერაშვილი
18.02.23 10:11
1061
„საკანონმდებლო დონეზე არის განსასაზღვრი, დაზღვევის სტანდარტული პაკეტი მინიმუმ რას უნდა ფარავდეს“,- ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ, გადაცემა რედაქტ2-ში განაცხადა.

მისი თქმით, დაზღვეულებს რაც არ უნდა კარგი სადაზღვევო პოლისი ჰქონდეთ, არცერთს არ აქვს ნორმალური პირველადი ჯანდაცვა.

„ოჯახის ექიმის მომსახურება გამოიხატება მხოლოდ იმაში, გაგიშვებს თუ არა სპეციალისტთან, კონსულტაციას გაგიკეთებს თუ არა. არავითარი ქრონიკული დაავადების მართვა, პროაქტიული სკრინინგი - ძალიან იშვიათად თუ რომელიმე პაკეტში იყოს ასეთი მომსახურება ჩადებული. თუ იქით არ მიმართე, თვითონ არაფერს შემოგთავაზებენ, თვითონ ექიმი პროაქტიულად არ იმუშავებს შენთან, სამწუხაროდ იმიტომ, რომ ასე ეუბნებიან კერძო სადაზღვევო კომპანიები.

სადაზღვევო პოლისებით ძალიან მცირე მომსახურება არის პირველადი ჯანდაცვის დონეზე დაფარული. ძალიან მნიშვნელოვანია სტანდარტული პაკეტი არსებობდეს, რომელიც განსაზღვრავს, რომ მინიმუმ ეს მომსახურება უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი პაკეტი არ უნდა გაიყიდოს ბაზარზე“,-აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება, ამ პროცესს ზედამხედველობა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა გაუწიოს, რომელიც გააკონტროლებს, შედის თუ არა პაკეტში ის პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომსახურება, რომელიც ადამიანს სჭირდება.