საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე, რომელიც ბაზარზე ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებთან ერთად სარესტორნე ბიზნესსაც მართავს, რითეილ სექტორში შექმნილ მძიმე მდგომარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღევანდელი წერტილოვანი შეზღუდვები, არაფრით განსხვავდება პირველი ტალღის ლოქდაუნისგან. ამის შესახებ ის BM.GE-ის სავაჭრო ცენტრებისა და რითეილ სექტორის მიერ საერთო განცხადების გაკეთების შემდეგ ესაუბრა.
ICR Group-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ პერიოდში ხელისუფლებასთან კოორდინირებული მოქმედება სექტორისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს კომუნიკაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„ჩვენ ვესაუბრეთ ბიზნესომბუდსმენს, რომელმაც თქვა, რომ ამ კვირაში საუბარი ეკონომიკურ გუნდთან ვერ შედგება და შემდეგ კვირაში ეს შესაძლებელი იქნება. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ სწრაფად მოხდეს შეხვედრა, რადგან ეს ყველაფერი დასაგეგმია. ჩვენ გვინდა, რომ ერთობლივად ვმართოთ ეს პროცესი და არ იყოს გადაბრალება ან ერთ, ან მეორე სექტორზე. ეს მესიჯი ვფიქრობთ დააჩქარებს ამ პროცესს და გადავალთ კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმზე.
თუ კოვიდი და ეკონომიკა კომპლექსურად არ ვმართეთ, იმდენად რთული ზამთარი გველოდება, რომ სწორი ერთობლივი დაგეგმვის გარეშე ბიზნესი ამას ვერ გადაიტანს და ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დადგება“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
კომპანიის მმართველი აცხადებს, პირველი ლოქდაუნის შემდეგ ჯგუფის გაყიდვების კლება 25%-დან დაიწყო და 40%-მდე ავიდა. მისი ინფორმაციით, კომპანია 1 500 ადამიანს ასაქმებს და ბიუჯეტში გადასახადების სახით 30 მლნ ლარი შეაქვს.
„პირველი ლოქდაუნი მეორე წერტილოვნისგან არაფრით განსხვავდება. ტერმინია მხოლოდ. დეკემბერი და ზოგადად ზამთარი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ დროს სექტორი მარჟის გენერირებას აკეთებს. ჭრილობების მოშუშებას ვაპირებდით, რისი საშუალებაც ალბათ არ მოგვეცემა.
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი რომ 2021 წელი დავგეგმოთ. ყველაზე მეტად მეშინია, რომ პროცესები დომინოს პრინციპით წარიმართება. მხოლოდ კვების ნაწილში რესტორნების 50% პირველი ლოქდაუნის შემდეგ დაიხურა. დღეს 80% დახურულია და ჩვენი ჯგუფი რომელ რესტორნებსაც მართავს დელივერი სერვისზე მუშაობს, რაც ხელფასებსაც ვერ გვასტუმრებინებს. თუმცა ამ ბიზნესს ჩვენს პორტფელში 3%-ზე მეტი არ უჭირავს და აქედან გამომდინარე იმედის თვალით ვუყურებდით რითეილ სექტორს და წლის ბოლომდე ამ ნაწილს პერსონალის გამო ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ICR Group-ის დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის