მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დელტა-შტამი სიკვდილობას ზრდის - თენგიზ ცერცვაძე

61064b3b2e52f
ინგა მურუსიძე
01.08.21 12:10
1299
დელტა-შტამი ორჯერ მეტად ზრდის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს და ზრდის სიკვდილობას, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ცერცვაძის თქმით, საქართველოში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევების 50% უკვე დელტა-შტამია.

„ვირუსის ნახევარზე მეტი შემთხვევები, რომელიც საქართველოშია უკვე ე.წ. დელტა-შტამია. მალე ეს იქნება 100%. დელტა-შტამი ვრცელდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩინური ან ბრიტანული შტამები. დელტა-შტამი იძლევა დაავადების მძიმე ფორმებს, ვიდრე ბრიტანული და სტანდარტული ჩინური შტამი.

ის ორჯერ და მეტად ზრდის ჰოსპიტალიზაციას და ზრდის სიკვდილობის შემთხვევებს. ვაქცინაცია უნდა იყოს მასობრივი, ყოველგვარი "მაგრამ"-ის გარეშე, ხოლო მანამდე, ვიდრე ვაქცინაცია თავის შედეგებს არ გამოიღებს 2-3 თვე, მასობრივად უნდა ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.