მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული სახლების ჩანაცვლების პირველი პროექტი სამგორში განხორციელდება - ხმალაძე

626a55b867543
მარიამ ვარადაშვილი
28.04.22 12:39
933

თბილისის ვიცე მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის საპილოტე პროექტი სამგორის რაიონში განხორციელდება. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, საპილოტე პროექტზე სატენდერო პროცედურები, სავარაუდოდ, ორი თვის ვადაში დასრულდება.

“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ხორციელდება საპილოტე პროექტი, რომლის საპროექტო სამუშაოები უკვე სრულდება და სანებართვო პროცედურებია დაწყებული. მას შემდეგ რაც ნებართვა იქნება აღებული, ერთ კონკრეტულ მისამართზე შენობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ხოლო შემდგომში ტენდერი. უკვე მქონდა სამშენებლო სექტორთან შეხვედრა და მინდა დეტალურად მიიღონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რათა ინტერესი მაღალი იყოს, მას შემდეგ რაც ტენდერი გამოცხადდება”,-განაცხადა ხმალაძემ.