მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ავსტრიაში კარანტინის რეჟიმი მსუბუქდება

5eabf9cdcd11a
ნათია თაქთაქიშვილი
01.05.20 14:43
961
დღეიდან, ავსტრიაში კარანტინის რეჟიმი მსუბუქდება – მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება განსაკუთრებული საჭიროების და მიზეზების დასახელების გარეშეც შეეძლებათ.

მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცეებში მოქალაქეებს ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მაინც მოუწევთ. 10 ადამიანზე მეტის შეკრება დაუშვებელი იქნება.

მაისის შუა რიცხვებში ავსტრიაში რესტორნების გახსნა იგეგმება. უკვე 29 მაისიდან მუშაობას განაახლებენ აუზები და სპორტული დარბაზები.

1 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 15,452 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 584 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 12.907 ინფიცირებული.