მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

604bad96e043e
თამთა ჯიჯავაძე
13.03.21 00:00
774
დღეიდან ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 24 თებერვლის სხდომაზე მიიღო.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1 მარტიდან დაიწყო. 

გაიხსნა რესტორნები, სამთო კურორტები, საბაგიროები, სკოლები და საბავშვო ბაღები.

ამ დრომდე ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები მხოლოდ სამუშაო დღეებში - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშობდნენ. დღეიდან ეს შეზღუდვაც იხსნება.

15 მარტიდან კი მუშაობას განაახლებს სავარჯიშო დარბაზები, თეატრები, სასკოლო წრეები და უმაღლესი სასწავლებლები.

რაც შეეხება ე.წ კომენდანტის საათს, მისი გადაწევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.