მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან სავაჭრო ცენტრ “მეტრო სითის” მსხვილი ბრენდები ემატება

ბათუმი
21.12.23 17:49
3898

2024 წლისთვის, ბათუმში მოქმედი სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი" მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს და ახალლიდან სავაჭრო ობიექტებს მსხვილი ბრენდები ემატება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი ბრენდების დამატება მოლის მომხმარებელთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებელთა ყოველწლიურმა ზრდამ და პოტენციური ბრენდების მოთხოვნამ ფართებზე დამატებითი სარეალიზაციო სივრცის დამატება განაპირობა. შედეგად 2017 წლიდან სავაჭრო ცენტრის ტერიტორია 3-ჯერ გაიზარდა. თუ 2017 წლისთვის მოლის ჯამური ფართობი 16 060 კვ.მ იყო, დღეისათვის ეს რიცხვი 25 756 კვ.მ-მდეა გაზრდილი. ფართობის ზრდასთან ერთად გაიზარდა ასევე მოლის დატვირთულობაც, სავაჭრო ობიექტების რაოდენობამაც 110-ს მიაღწია, თუმცა ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგანაც მოთხოვნა ფართებზე კვლავაც მაღალია.

მეტრო სითიფორუმის მთავარი მიზანია მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი, უსაფრთხო და დაცული გარემო, შესთავაზოს ყველა სეგმენტისთვის მორგებული პირობები. ასევე მოლი პრიორიტეტად იღებს ადგილობრივ მოსახლეობის მოთხოვნილებებს, რითაც არის გამოწვეული მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის: „მეტრსო სითი ფორუმიაჭარის პირველი სავაჭრო ცენტრია, რომლის მშენებლობაც 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო ფუნქციონირება 2017 წლის 22 მაისიდან დაიწყო. პროექტის ჯამური ინვესტიციამ 100 მლნ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითის” კომპლექსის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილია. კომპლექსში ასევე განთავსებულია 473 აპარტამენტი, 450-ნომრიანი სასტუმრო ეიფორიადა აჭარაში ყველაზე დიდი კაზინო. ცალკე აღსანიშნავია 510-ადგილიანი საპარკინგე ზონა, რომელიც მოლის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები