06.ივლისი .2020 23:14

დღეიდან ესტონეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

views 475
უკან

6 ივლისიდან საქართვლოში მცხოვრები პირებისათვის ესტონეთში შესვლის შეზღუდვა უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ესტონეთში ავრცელებს.

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ამასთან, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი უნდა აკმაყოფილებდეს შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს, ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება წინაპირობებს, რასაც საქართველოს მოქალაქე ესტონეთის საზღვრის გადაკვეთისათვის უნდა ასრულებდეს:

– საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
– პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი).

იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას.