მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდება

604f9839158ee
BM.GE
16.03.21 00:20
936
გასული წლების განმავლობაში, თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.