18.მაისი .2022 00:00

დღეიდან თავისუფლების და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დღეიდან თავისუფლების და პირველი რესპუბლიკის მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
views 5355
უკან

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 18 მაისს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.

თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე: N457.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და თბილისის საკონცერტო დარბაზთან დატრიალდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა