მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თბილისელებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების შეძენა შეუძლიათ

61d582819425c
ინგა მურუსიძე
05.01.22 15:35
1664
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტების შეძენა შესაძლებელია. როგორც ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუმარტა, ხვალიდან უკვე ებონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ბანკის ექსპრეს-ფილიალებშიც.

ამასთან, წილოსანის განმარტებით, მიუხედავად სააბონემენტო სისტემისა, ერთჯერადი ბარათებით სარგებლობა კვლავ შესაძლებელი იქნება.

წილოსანი კიდევ ერთხელ იმეორებს თბილისის მერიის პოზიციას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუდმივად მოსარგებლეებისთვის მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა.

კითხვაზე, როგორ უნდა დაფარონ მოქალაქეებმა აბონემენტის საფასური, როცა მინიმალურ ხელფასზე ცხოვრობენ და რა სეგმენტზეა გათვლილი ეს ფასები, წილოსანი პასუხობს: „ამ საკითხზე ბევრი პოლემიკა იყო. ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ ვინც არის ძირითადი მომხმარებელი, ანუ ტრანსპორტის მომხმარებელთა 90%, მათთვის ტრანსპორტი არ ძვირდება, რჩება იგივე. დანარჩენ 10%-ში კი მოიაზრება ტურისტები და ის მოქალაქეები, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებს, მათთვის საფასური გაძვირდა. ის მოსაზრება, რომ ტრანსპორტი ძვირდება მომხმარებლებისთვის არის მცდარი და ყველა თავის თავზე ნახავს ამას. ტარიფი ძვირდება იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით იშვიათად სარგებლობს. თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, რაც ასე არ არის და შეგიძლიათ ბიუჯეტი გადაამოწმოთ“.

წილოსანის განმარტებით, საბანკო ბარათებით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელი არ იქნება, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის: სააბონემენტო სისტემა თბილისში 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.

რა ფასად შეიძლება აბონემენტების შეძენა?