მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღემდე საქართველოში წიაღისეულის მოპოვების 4200 ლიცენზია გაიცა" - ნათია თურნავა

5e2822be06fce
ინგა მურუსიძე
22.01.20 21:40
814
წიაღისეული და მისი სწორი, ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, გატარდა წიაღის სექტორის რეფორმა, დამტკიცდა ახალი სტრატეგია. გაცემული 4200 ლიცენზიიდან, 550 ლიცენზია მხოლოდ 2019 წელს გაიცა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „რეგიონებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მოპოვებულ სამშენებლო ნედლეულზე მომუშავე საწარმოებზე, რომლებიც ადგილზე ნედლეულის გადამუშავებით საბოლოო პროდუქციას აწვდიან სამშენებლო სექტორს.

„დავათვალიერე რამდენიმე ახლად გახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას ხელისუფლების მიდგომაა დადგინდეს გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც.

„ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით. პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც იქნება ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული. ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არა მხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს,“ - ამბობს თურნავა.