მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს 100 იურისტი ისრაელიდან საქართველოს ბიზნესკანონმდებლობას გაეცნობა

5e49461233788
BM.GE
17.02.20 09:00
1659
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან 100 იურისტი ეწვევა, რომლებიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს წარმოადგენენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენე, ვიზიტის მიზანი საქართველოს ბიზნესკანონმდებლობის გაცნობა და საქართველოში ინვესტირების მსურველი ისრაელის კომპანიების მომზადებაა. ისრაელელ იურისტებს, აგრეთვე, აინტერესებთ, როგორ მუშაობს საქართველოში ისრაელური ბიზნესი და ხვდებათ თუ არა მათ სირთულეები.

სტუმრები დღეს, 10:00 საათზე სასტუმრო Katash Kosher Hotel-ში ქართველ კოლეგებს და აკადემიური წრის წარმოდაგენლებს შეხვდებიან. დაგეგმილია, აგრეთვე, ტური იუსტიციის სახლში, სადაც ბიზნესის რეგისტრადიციის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა სამართლებრივ პროცედურებს გაეცნობიან.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ისრაელის მსხვილი იურიდიული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში ახალი ასპექტია და მიზნად ისახავს, ისრაელის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოში იმუშაონ პირდაპირ, შუამავლების გარეშე, მათ შორის მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში. ამისთვის კი საჭიროა, საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული კანონმდებლობა.
ვიზიტის მიმდინარეობისას ისრაელელი იურისტებს დაგეგმილი აქვთ სემინარების ჩატარება და რამდენიმე კომპანიაში სტუმრობა.