მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ადგილობრივ ექსპორტიორ და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება

5e1f290c6bb57
თელარა გელანტია
16.01.20 09:45
1801
დღეს, თბილისში ადგილობრივ ექსპორტიორ და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს - Crop2Shop, რომელიც გულისხმობს ექსპორტიორების პრობლემატიკისა და გამოწვევების შესწავლას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და გამოწვევების აღმოფხვრის საშუალებების შეთავაზებას, ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ვებ-გვერდის შექმნას.

ექსპორტის ვებ-გვერდი დაეხმარება კომპანიებს მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი გახდება პრაქტიკული გზამკვლევი კომპანიებისათვის და გაამარტივებს მათთვის ექსპორტზე ინფორმაციის მიღებას.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია გეგმავს თბილისსა და რეგიონებში ჩაატაროს 15-მდე შეხვედრა, სადაც მოხდება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საჭიროებების კვლევა. შეხვედრების მიზანია, ექსპორტის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც კონკრეტულად მათ დარგში არსებობს და წარმოადგენს დაბრკოლებას ექსპორტის კუთხით. ასოციაცია მოახდენს პრობლემების გადაჭრის გზების კომუნიკაციას. ასევე, შეხვედრები ხელს შეუწყობს შეიქმნას მაქსიმალურად მოქნილი ვებ-გვერდი, რომელიც დეტალურად აღწერს ექსპორტისთვის საჭირო ყველა ნაბიჯს და გაუადვილებს კომპანიებსა თუ ფერმერებს საკუთარი პროდუქტის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტები ისაუბრებენ იმ რეგულაციებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც დღეს-დღეობით არსებობს საერთაშორისო ბაზრებზე.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია - (EDA) 2012 წლიდან ეხმარება ქართველ მეწარმეებს ექსპორტის პოტენციალის ზრდაში, უზრუნველყოფს ქართული კომპანიებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ბაზრის კვლევას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, და წარმოებისა და მომსახურების დარგის კონკურენტუნარიანობის განვითარების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები