მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს და ხვალ თბილისში covid-ზე ტესტირებები ჩატარდება

5f69f1e094b17
ინგა მურუსიძე
22.09.20 17:00
1597
დღეს და ხვალ თბილისში კორონავირუსზე უფასო ტესტირებები ჩატარდება.

ამის შესახებ როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის იმ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც თბილისში საველე კარვების დადგმას შეეხებოდა.

გამყრელიძის ინფორმაციით, დედაქალაქში კარვების დადგმას არ აპირებენ, მაგრამ ორი დღის განმავლობაში იუსტიციის სახლის უკან მოეწყობა შესაბამისი სივრცე, სადაც მოქალაქეებს covid-ზე ტესტის ჩატარება შეეძლებათ.

„გვინდა, თბილისში ვირუსის კონცენტრირების საკითხი განვსაზღვროთ, ამიტომ იუსტიციის სახლის უკანა მხარეს მოწყობილია შესაბამისი სივრცე. დღეს-ხვალ ნიმუშის ამღებები იქნებიან იქ და ვისაც გსურთ, მიბრძანდით, აიღეთ ტესტები. გვაინტერებს როგორია 1000 ადამიანში ვირუსის გავრცელების დონე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.