მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს გაფართოებული პროგრამის - “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” პრეზენტაცია გაიმართება

6062c0226f7d0
თელარა გელანტია
30.03.21 10:00
836
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, პროგრამა - “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფართოვდება.

პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 13:30 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გამართავს.

ღონისძიებას ბიზნეს და საბანკოსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

“გაფართოებული პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტი ობიექტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები და სხვა”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.