მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, კვლევის - "საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის და მიმდინარე რეფორმების ანალიზი" პრეზენტაცია იმართება

5e4aa0d4cf5a7
BM.GE
18.02.20 09:00
1288
დღეს, სასტუმრო „რუმსში“ კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ის მიერ მომზადებული კვლევის - „საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის და მიმდინარე რეფორმების ანალიზი“ - პრეზენტაცია გაიმართება.

კვლევის შედეგებს ალექსანდრე რაქვიაშვილი (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი; Gnomon Wise -ის უფროსი მკვლევარი) და ეგნატე შამუგია (Gnomon Wise -ის მკვლევარი) წარმოადგენენ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც ჯანდაცვის სამინისტროს და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე, სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას.