11.მარტი .2020 11:18

დღეს, m2 "სვეტის" შეჩერებულ ობიექტებზე მშენებლობას იწყებს - კახა კალაძე

views 339
უკან

დღეიდან სამშენებლო კომპანია “სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის სახლების მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მშენებლობას კომპანია m2 განახორციელებს. კალაძე ფაქტს დიდ მიღწევად აფასებს და საკითხის მოგვარებაში ჩართულ ყველა პირს და ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა.

კალაძის განცხადებით, ანალოგიური პრობლემები კიდევ არსებობს „ცენტრ პოინტის“ და „ოლიმპიური ვარსკვლავით“ დაზარალებულთა შემთხვევაში და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდნენ.

„დაახლოებით, 25 მლნ ლარის დახარჯვა მოუწევს და სამი წელი დასჭირდება კომპანიას იმისთვის, რომ დაზარალებულები დაკმაყოფილდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა