მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უძრავ ქონებაზე ფასები ოდნავ კიდევ გაიზრდება" - m²-ის გენერალური დირექტორი

63ce21937c29c
თამთა ჯიჯავაძე
23.01.23 10:12
1359
უძრავ ქონებაზე ფასები ალბათ ოდნავ კიდევ გაიზრდება, თუმცა დრამატული ზრდა არ იქნება, - ამის შესახებ m²-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა გადაცემა Forbes კვირაში განაცხადა. მისი თქმით, უძრავი ქონების ფასები დაახლოებით იმ ნიშნულზე შენარჩუნდება, როგორც ამჟამად არის.

როგორც მეძმარიაშვილმა განმარტა, სექტორში არსებული გამოწვევები პანდემიის დროს დაიწყო, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ლოგისტიკური პრობლემები გაამძაფრა.

„თუ თავიდან ფასები მხოლოდ მეტალსა და ბეტონზე იყო გაზრდილი, ახლა უკვე ყველაფერზეა ფასი გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ დეველოპერისთვის სამშენებლო ხარჯი გაიზარდა, შესაბამისად მოგვიწია რომ ფასი გაგვეზარდა. ამასთან, გასულ წელს ბევრი მიგრანტი შემოვიდა, მათაც შეუწყვეს ხელი იმას რომ ფასები გაზრდილიყო. ჩემი აზრია, რომ ფასები ალბათ ოდნავ კიდევ გაიზრდება, დრამატული ზრდა არ იქნება, მაგრამ ამ ნიშნულზე შენარჩუნდება და ქვემოთ აღარ წამოვა. რაც შეეხება მოთხოვნას, ალბათ გაიზრდება და მუდმივად იქნება. ხუთი წლის პერსპექტივაში მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2023 წელს გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი 18%-ის ფარგლებში გაიზრდება. მათივე პროგნოზით, საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნის ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი მიგრანტების მხრიდან ბინების ყიდვაზე გაზრდილი მოთხოვნა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები