m²-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ მეძმარიაშვილის თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება სტაბილური და ჯანსაღია. როგორც მან BMG-თან კომენტირებისას განაცხადა, ბინების გაიაფების მოლოდინი არ არსებობს.
„როგორც წინა პერიოდებში თქვენს ეთერებში ვაცხადებდი, უძრავი ქონების ბაზარზე მოსალოდნელი იყო, რომ მოთხოვნა აღარ გაიზრდებოდა, ვითარება დასტაბილურდებობა და ასეც მოხდა. ის კლება, რაც წინა თვეებში იყო არის სეზონური და არა გლობალური ეკონომიკური ხასიათის,ამიტომ არც მე და არც ჩვენი კომპანია ფასების კლებას არ ველოდებით და არც ვაპირებთ.
ვფიქრობთ, რომ არსებული მოთხოვნა რაც არის დასტაბილურდება და ფასებიც შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, რაც ახლა გვაქვს. რაც შეეხება კადრების მხრივ არსებულ ვითარებას, მოთხოვნა ყველგან გაზრდილია, კვალიფიციური კადრების სიმცირე დარგში რეალურად არის, თუმცა ხელფასები გაზრდილია და ამ მხრივაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია გარემო“, - განაცხადა მეძმარიაშვილმა.