მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისში, პირველად ჩვენს ისტორიაში, ცათამბჯენს ვაშენებთ" - m²-ის გენერალური დირექტორი

63ce14159d53b
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 22:34
18527
m² თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე პირველ ცათამბჯენს აშენებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება პირველი ცათამბჯენი კომპანიის ისტორიაში, სადაც 500-მდე ბინა განთავსდება.

„დეკემბრის ბოლოს წარმატებით დავიწყეთ გაყიდვები, თუმცა, ეს პროექტი მიმდინარე წლის სტრატეგიაშია. მიუხედავად ამისა, ბინების 10%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. სამწლიანი პროექტია, მაგრამ მოთხოვნა დიდია. მოცულობა 500 ბინამდეა. ორი ცათამბჯენი იქნება. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ არასდროს არ აგვიშენებია 100 მეტრზე მაღალი შენობა, ეს კი 128 მეტრის სიმაღლის იქნება. კიდევ რამდენიმე კორპუსი იქნება იმავე უბანში“, - განაცხადა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.

m²-ის გენერალური დირექტორის თქმით, საერთო ჯამში, კომპანია ამჟამად 700 000 კვ.მ-ის მოცულობის მშენებლობას აწარმოებს, რაც ოთხ ლოკაციაზე 40-მდე კორპუსს მოიცავს.

„მიმდინარე პროექტებით 7000-მდე ახალი მობინადრე გვეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დრომდე არსებულ რიცხვებს ვაორმაგებთ“, - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები