მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს მივდივარ აქციაზე, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ - ქადაგიძე

60f29bc90120d
ელენე გოგბერაშვილი
17.07.21 13:32
1660
დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან მედიასაშუალებების ორგანიზებით აქცია იმართება. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. 

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მწვავე ფაზაში ვართ და იმისთვის, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ, ის აქციას უერთდება.

"თითოეულმა პატიოსანმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთთან ჰიბრიდული ომის მწვავე ფაზაში ვართ. ზიზღზე, ტყუილზე, ქაოსზე, რადიკალურ და მოძალადე ჯგუფებზე კაპიტალიზაციის მცდელობა, შედეგად კი არასტაბილურობა, უიმედობა და სიღარიბე- ასე გამოიყურება 21 საუკუნის რუსული ომი.

ამასთან შედარებით, ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია!

მე მივდივარ დღეს რუსთაველზე 18:00 საათზე, რომ ხვალ რუსულ გუბერნიაში არ გავიღვიძოთ"- წერს გიორგი ქადაგიძე.