28.იანვარი .2020 08:30

დღეს ნათია თურნავა საქართველოს ენერგეტიკის კვირეულს გახსნის

views 261
უკან

ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს, რომელსაც დღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გახსნის, მსოფლიოს 15 ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

როგორც bm.ge-ის საქართველოს ენერგეტიკის კვირეულის გახსნის ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი და ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა.
საქართველოს ენერგეტიკის კვირეული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმია. მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Total Eren (საფრანგეთი), Acciona Energia (ესპანეთი), NBT AS (ნორვეგია), Çalık Enerji (თურქეთი), Masdar (UAE), Scatec Solar (ნორვეგია), Grupo Cobra (ესპანეთი) , GS E&C (კორეა) და ა.შ.

კვირეულის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network“, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში. კომპანია ეწევა ენერგეტიკის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს განვითარებადი ბაზრებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა