მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IMF-ს ამ ადგილას გამოცდილი, არაპოლიტიზირებული კადრი სჭირდება" - ნინო ევგენიძე სებ-ის დამოუკიდებლობაზე

6497ea641636e
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 11:24
654
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და ნათია თურნავას პირველ ვიცე-პრეზიდენტად არჩევას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარი ინტერესების გასატარებლად მარეგულირებლის თავის გავლენის ქვეშ მოქცევას და კონტროლს ცდილობს.

"ეროვნული ბანკი იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც წლების განმავლობაში დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ის ყოველთვის ცდილობდა, ერთ-ერთი განვითარებული უწყება ყოფილიყო ამ ქვეყანაში და ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას ეს ორგანო დარჩა თავის გავლენის ქვეშ მოსაქცევი.

ვფიქრობ, რომ მათ ჰქონდათ ეს არჩევანი, რომ აერჩიათ ისეთი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი ღონისძიებების გატარებას შეძლებდა, მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთეს, იმიტომ რომ მაქსიმალური კონტროლის მოპოვება იმისთვისაა აუცილებელი, რომ მათ თავიანთი რუსული გეგმების განხორციელება შეძლონ", - ამბობს ნინო ევგენიძე.

ის ასევე აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზეც, რომ სებ-ის კანონში ცვლილებებმა, შესაძლოა, საქართველოში IMF-ის პროგრამა შეაჩეროს.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან პრინციპულია და შესაძლოა, პროგრამაც კი შეაჩერონ. მაინტერესებს, საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტის შემდეგ, როგორ წარმოუდგენია "ქართულ ოცნებას" როგორ მოიძიებს ქვეყანა სხვადასხვა სახსრებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამ ადგილას სჭირდება გამოცდილი, კვალიფიციური, არაპოლიტიზირებული კადრი, რომლის წარსული გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გემოვნებასთან არ იქნება დაკავშირებული", - აღნიშნა ნინო ევგენიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები