მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ დაუშვილის თქმით, სებ-ი პარტიული ვერტიკალის ქვეშ მოექცა - როგორ იმოქმედებს ეს ბიზნესზე?

64981a2f88c56
თინათინ ნატმელაძე
25.06.23 18:29
503
სტატიაში საუბარია:
საპარლამენტო უმცირესობის და პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში საქართველოს ეროვნულ ბანკში განვითარებულ მოვლენებს და პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას არჩევას აფასებს და ამბობს, რომ ეს ეროვნული ბანკის პარტიული მმართველობის ქვეშ მოქცევას გულისხმობს.

"ეროვნული ბანკი "ქართული ოცნებისთვის" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვნი ორგანო, ამიტომ უნდათ, რომ ისიც პარტიულ ვერტიკალს ექვემდებარებოდეს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება მხოლოდ ეროვნულ ბანკს, ან ცესკოს, სასამართლოს და ასე შემდეგ, უბრალოდ მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას სრული ძალაუფლება გააჩნდეს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე საკუთარი გავლენა ჰქონდეს", - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

კითხვაზე - როგორ იმოქმედებს არსებული ცვლილება ბიზნესზე, დაუშვილი ამბობს, რომ ბიზნეს სექტორისთვის მთავარი ბალანსის მექანიზმის არსებობაა, რაც ეტაპობრივად იშლება.

"ბიზნესის გადმოსახედიდანაც უნდა შევხედოთ იმ ჭრილში, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და მათ შორის უკვე ეროვნული ბანკიც, მოექცა ერთი ვერტიკალის, ერთი ხელის ქვეშ, თან სრულად დაქვემდებარებული აღმოჩნდა. თუ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა მონეტარული პოლიტიკის მართვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ეკონომიკური რისკების წინაშე შეიძლება დადგეს ქვეყანა. შესაბამისად, ბიზნესისთვისაც მთავარი არის ის არსებობს თუ არა ბალანსის მექანიზმები. პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ბალანსის მექანიზმი სულ უფრო იშლება და დაქვემდებარება პარტიულ ვერტიკალზე იზრდება", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები