მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრის წარმომადგენლებს ხვდება

6092484a57f78
თელარა გელანტია
05.05.21 11:22
539
დღეს, 15:00 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი მიიღებს