მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს შევხვდი ცეზარ ჩოჩელს... ვისაუბრეთ წალენჯიხის განვითარების გეგმებზე - მამუკა ხაზარაძე

618656311795d
თელარა გელანტია
06.11.21 14:16
1462
პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს წალენჯიხის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე facebook-ში წერს.

„დღეს დილით შევხვდი ცეზარ ჩოჩელს, დიდი გამოცდილების მქონე მეწარმეს, ვისაუბრეთ წალენჯიხის განვითარების გეგმებზე, იდეის გარშემო პროფესიონალთა ინტერესი და ჩართულობა იზრდება“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

აღსანიშნია, რომ წალენჯიხის მიმართ ბიზნესმენების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც თვითმმართველობს არჩევნებში არასახელისუფლებო პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. წალენჯიხის მერია გიორგი ხარჩილავა გახდა.

სფეროები, სადაც თემურ ჭყონია წალენჯიხაში ინვესტირებას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები