მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში ე.წ. კოლმეურნეობის შენობის სრული რეკოსტრუქცია იწყება - მამუკა ხაზარაძე

64c4df8ee6b46
BM.GE
29.07.23 13:31
986
პარტია “ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე წერს, რომ კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, წალენჯიხის ყოფილი კოლმეურნეობის შენობის რეკონსტრუქცია დაიწყეს.

“წალენჯიხის ყოფილ საბჭოთა კოლმეურნეობას “არტმეურნეობა”დავარქვით და დავიწყეთ მისი სრული რეკონსტრუქცია. აქ განთავსდება ოთარ ეგაძის თეატრი, მანანა დოიჯაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა, აქვე გადმოვა ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა, ასევე, აქვე მოეწყობა ინფრასტრუქტურა დიდი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად”,-წერს ხაზარაძე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობის ადგილას უახლოეს ორ წელიწადში კულტურის/ხელოვნების ცენტრმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება - ასეთია საპრივატიზაციო პირობა, რომლითაც გასულ წელს ხაზარაძემ წალენჯიხაში ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე 10682.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობები 267 ათას ლარად შეიძინა.

Bm.ge-სთან ინტერვიუში ხაზარაძე ამბობდა, რომ ადგილზე მრავალფუნქციურ კომპლექსს შექმნიდა: “გვინდა, რომ წალენჯიხა გახდეს ადგილი, სადაც ტურისტები, რომლებიც მოგზაურობენ დასავლეთ საქართველოში ან სვანეთში, წალენჯიხაში არა უბრალოდ ღამის გასათევად გაჩერდნენ, არამედ კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღონ მონაწილეობა და სწორედ ამ მიმართულებით გვინდა ქალაქის დატვირთვა“.

ვრცლად ამ თემაზე: მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში ყოფილი კოლმეურნეობის შენობა იყიდა - რა გაკეთდება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები